„დღეს 4-5 ჩემს კოლეგას, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრაზე მიემართებოდნენ, ვურჩიე, რომ არ ვიმოგზაუროთ. შემოვიფარგლოთ ე.წ. ვირტუალური კომუნიკაციით“, – ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ადგილებში. ესენი არის ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა. თუმცა, ისეთი სისწრაფით მატულობს შემთხვევათა რიცხვი ევროპის ქვეყნებში, რომ მომავალ დღეებში შეიძლება დაემატოს სხვებიც. სრული აკრძალვა არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, დღეს 4-5 ჩემს კოლეგას, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრაზე მიემართებოდნენ, ვურჩიე, რომ არ ვიმოგზაუროთ. შემოვიფარგლოთ ე.წ. ვირტუალური კომუნიკაციით, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსი სულ 2 ადამიანს დაუდასტურდა.
კომენტარები