უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციისთვის გაერთიანების შეთავაზებას ასე ეხმაურება:
„რას უწუნებთ ჩემს ხაბეს? რა არ მოგწონთ? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მას მოუწევს გაერთიანება, ისევე როგორც ტროიკას ჩემს ხაბესთან და ერთად შეუტევენ მერე 2024-ში. აბა, ცალკე ჯაფარიძემ რა უნდა ქნას ახლა? რა გამოცდიელბა აქვს, რომ რამე შექმნას? ბარიერს ვერ გადალახავს, ამიტომ მას მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა და ხაბესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები. ახლა არ მოსწონთ, იმიტომ, რომ იციან, ესენი არიან ლუზერები, მწვალებლები, ეს ენმ და ახლა და უნდათ, რომ გაემიჯნონ. არა, ბატონები, გაემიჯნები – ვერ გადალახავ ბარიერს, დარჩები. მოუწევთ ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა. ხაბე, შენსკენ ვარ!
კომენტარები