2019 წელს იტალიასთან ექსპორტის რაოდენობა 40 357 100 დოლარი იყო, ხოლო იმპორტმა 226 117 000 დოლარი შეადგინა.
გთავაზობთ იმ 5 პროდუქტს, რასაც იტალიაში ვყიდით და ვყიდულობთ:
საქართველოდან იტალიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
თხილი და სხვა კაკალი – 14 427 200 დოლარი
პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის – 4 663 200 დოლარი
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 3 047 800 დოლარი
ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი – 2 545 400 დოლარი
პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა – 1 740 800 დოლარი
იტალიიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
ცენტრალური გათბობის ქვაბები – 7 014 700 დოლარი
ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით – 6 185 700 დოლარი
მანქანები ჭურჭლის სარეცხი – 6 011 800 დოლარი
ავეჯი სხვა და მისი ნაწილები – 5 163 400 დოლარი
ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების – 4 957 400 დოლარი
წყარო: bpn
კომენტარები