ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დილის 5 სააათზე უმრავლესობას რომ სძინავს, ზაირა მრგოიანი ასობით კოლეგასთან ერთად თბილისის ქუჩებს სიცივეში ასუფთავებს, რომ სუფთა გარემო დაგხვდეს.
ქალბატონი ზაირა ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად ნამწვებს, პირბადეებს, პოლიეთილენსა და შესაფუთ ქაღალდებს ვყრით ძირს და გვთხოვს, უფრო მეტი პატივისცემით მოვეპყროთ საკუთარ გარემოს.
მე სიამოვნებით შევასრულებ ქალბატონი ზაირას თხოვნას.დიდი მადლობა მას და მის კოლეგებს.
კომენტარები