რაგბის კლუბების განცხადებით, რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში და სარაგბო კლუბების საქმიანობაში, მთავრობა ერევა. რაგბის 9 კლუბისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, რამაზ ხარაზიშვილი, სარაგბო მუნიციპალურ კლუბებებზე ზეწოლაში, ბიძინა ივანიშვილის მეგობარს გივი ჭიჭინაძეს და ასევე, სოსო ტყემალაძეს ადანაშუალებს.
“დროა გესაუბროთ, იმ ფსევდო ადამიანებზე, ვინც სახელმწიფოს სახელით ტელეფონს ხელიდან არ აგდებს და ჩვენს კლუბებზე ახორციელებს ზეწოლას, რაც არის უაღრესად მიუღებელი და გაუგონარი მოქმედება, რაც ძალიან უარყოფით კვალს დატოვებს რაგბში და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ურეკავენ ჩვენს მხარდამჭერ გუნდებს და ზოგს ციხით, ზოგს დაფინანსების შეწყვეტით აშინებენ, მოგმართავთ თქვენ, გივი ჭიჭინაძე და სოსო ტყემალაძე, ჩვენს კლუბებს ვერ დააშინებთ”, – ამბობს რამაზ ხარაზიშვილი.
რაგბის 9 კლუბი, მათ შორის მუნიციპალური კლუბები, რომლებიც დაფინანსების 100%–ს სახელმწიფოსგან იღებენ, ამბობენ, რომ მათ ოფიციალური წერილით დაადასტურეს თავიანთი თანხმობა, 30 დეკემბერს არჩევნების გამართვაზე.
რაგბის კავშირი, ბაჩო ხურციძეს, ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს შორის, პრეზიდენტის გამოსავლენად ხვალ 13:00 საათზე შეიკრიბება, თუმცა, რადგან დელეგატები ზეწოლაზე საუბრობენ, უცნობია, შედგება თუ არა კვორუმი.
კომენტარები