ლანჩხუთის მხედრიონის ყოფილი უფროსი, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს ჯაბა იოსელიანის ,,სამი განზომილების” ფრაგმენტს იხსენებს და წერს:
,,ზუგდიდზე გასალაშქრებლად ვემზადებით. აჩიკო ხოფერია (გურიის “მხედრიონის” უფროსი. – ავტ.) ტყვედ ჰყავდათ ზვიადისტებს და გაუშვეს, ახლა უარს ამბობს ქალაქში შესვლაზე.
– რატომ? – ვეკითხები.
– იმათ გამიშვეს და როგორ? – თავს იმართლებს.
– მერე შენც ტყვედ აიყვანე და შენც გაუშვი, გული მომდის.
– რა ემართებათ ამ ტყვედ ნამყოფებს, რაღაც მონუსხულებივით არიან, – კითხულობს გიგა (გელაშვილი. – ავტ.), – რომან გვენცაძე, სანდრო კავსაძე, გია ყარყარაშვილი… მართლა ხელწერილები ხომ არ ჩამოართვეს?! ალბათ სტალინი ნაწილობრივ მართალი იყო – “ტყვედ ნამყოფი კაცი უკვე მეომარი აღარ არის”.
ჯაბა იოსელიანი ( სამი განზომილება)
მხედრიონელები როგორ უნდა შეგცოდებოდა, მაგრამ ერთადერთი, ვინც მართლა შემებრალა, გურიის “მხედრიონის” უფროსი იყო. ტყვედ ავიყვანეთ. დაჭრილი იყო, მაგარი “ნასტირნი” ტიპი ჩანდა, საკმაოდ დიდხანს გვებრძოდა, სანამ ჩაგვბარდებოდა. გვეხვეწებოდა, – მომკალით, ცოცხალი რად გინდივართ, მაინც გეომებითო. წადიო, – ვუთხარით, – ჩვენ რატომ გესროლოთ, ედუარდი მოგკლავსო და გავუშვით. იარაღიც გავატანეთ. როგორც კი ცოტა მოიკეთა, ხიდს გადავიდა და იქიდან მაინც სროლა აგვიტეხა. არც ჩვენ დავაკელით მერე. არ ვიცი, ჩაძაღლდა თუ არა.”
გოჩა ბახია,
ხომ იცით ხანდახან ვწერ რაღაცაებს მემუარები არ არის მაგრამ უცებ რომ მივკვდე სიმართლე უნდა იცოდეს ხალხმა ბოლო ბოლო ჩემმა შვილებმა და. შვილიშვილებმა..
ანუ რასაც ჯაბა წერს ამ შემთხვევაში არის სრული ტყუილი გარდა ერთისა რომ ზუგდიდში ჩემი ხალხით შესვლას არ ვაპირებდი იმიტომ რომ მეთაური მე არ ვიყავი და ათასი ჯურის ხალხის შესვლას რა მოჰყვა და ვის დაბრალდა იცით და ვინ აქციეს განტევების ვაცად ..ბოლოს კი ყველაფერი დოდოს ამ გმირ ქალს დააბრალეს..
ზვიადისტებთან მე ჩემი ანგარიშები მქონდა რომელიც როგორც კაცს უნდა გამეწორებინა რაც გავაკეთე კიდეც და როცა ჩავთვალე რომ გავსწორდით გავჩერდი რახან ვთვლიდი რომ იქეთაც ქართველები იყვნენ და იმათაც საკუთარი სიმართლე ქონდათ..
რაც შეეხება ბრძოლას დაწვრილებით თუ 70 გადავცდი დავწერ მაგრამ ჯაბამაც კარგად იცოდა თუ როგორ მიტევდა ზვიაისტების მთელი ბატალიონი 6 ტანკით ჩემ ორ ოცეულს და რა წაიღეს ისიც იცოდა..
რატომ დაწერა არ ვიცი მაგრამ იყო ხალხი და მისი დაცვაც რაც შტაბში მოხდა..
მოკლედ არავის ტრაკის ქეიფზე არ მივლია არასდროს ვიბრძოდი საქათველოსთვის ვმოქმედებდი სამხედრო ვითარებიდან და მორალური 0რიჯციპე0იდან გამომდინარე….
დაარჩენს 14 წლის შემდეგ გაიგებთ უფრო დაწვრილებით თუ არსთგამრიგეც შემიწყობს ხელს…”
კომენტარები