“რასისტულმა ჯარებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი სადაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იმალებოდა” – მარიუპოლი

222 უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. მედია ავრცელებს მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია: „დღეს რასისტულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის შუაგულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბების შეფასება..”