ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მილიონი ლარი მოხმარდება.
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს,” – თქვა ხუციშვილმა.
კომენტარები