პოლიციამ მოქალაქეებს, რომლებიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავდნენ ონის მერიასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა. მერიასთან შეკრებილები ონის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეთო არსანიძის თქმით, მარგველაძემ შენობა მაშინ დატოვა, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეები გვერდით გაწია, ხოლო მერიის თანამშრომლები უკანა ფანჯრიდან გაიპარნენ.
როგორც ეთო არსენიძე სოციალურ ქსელში წერს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან საჯარო შეხვედრის მოთხოვნით, ხვალ, დილის 9:00 საათიდან ონის მერიასთან შეიკრიბებიან.
კომენტარები