გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
„იცით რა მიკვირს ხალხნო
რატო გიკვირთ პატრიარქის 91%, ევროპა მინდას 89%, სალომეს 48% ან კალაძის 46%?
რატომ ამბობთ რომ ,,ასეთ ხალხს ევროპაში რა უნდაო?,,
ასეთი ტიპის ქვეყნები არიან უკვე ევროპაში.
არიან და დიდი ხანი იქნებიან კიდე.
მაგალითად ბულგარეთი.
ვგავართ აბსოლუტურად ერთი ერთზე და ასი პროცენტით.
რუსიც უნდა, ევროპაც უნდა, რუსული მართლმადიდებლობაც უნდა, დამოუკიდებლობაც უნდა, ევროც უნდა და საკუთარი ფულის შეცვლა არ უნდა.
მშვიდობაც უნდა, პუტინის გინება არ უნდა, ომიც არ უნდა, უკრაინაზე დახმარება უნდა.
რაა ახლა ეს?
არაა ეს ევროპა?
არაა ბულგარეთი ევროპა?
ამიტომაც ვამბობ რომ
,,ევროპა მინდა,, არის ბავშვური ნათქვამი.
უფრო უარესიც კია.
ბავშვი გეუბნება მაინც რომ კონკრეტულად ,,შოკოლადი მინდა,, ან ნამცხვარი მინდაო,,
წარმოიდგინეთ და ბავშვმა გითხრათ, დედიკო, მამიკო, ჩემი შაქრისა და ცხიმის კალორიების დასაკმაყოფილებლად მიყიდე შოკოლადიო, და თან აგიხსნას, აი იცი რა ჯობია? მიყიდე ,,სურპრიზი კვერცხი,, და იქ ცხიმიცაა, შაქარიცაა და შიგ სათამაშოცაა, ყველა სურვილს მიკმაყოფილებსო.
აი ასეთი ნათქვამი ბავშვისგან ხო გაგიკვირდებათ?
ჰოდა ესაა განსხვავება ბავშვსა და ზრდასრულს შორის.
ზრდასრულმა უნდა ახსნას, თუ რატომ უნდა რაღაცა რო უნდა.
რატომ გინდა ევროპა?
კაი ცხოვრებაა?
აბა ჰკითხეთ აქ აზიულანტებს როგორი ცხოვრებაა.
აბა ჰკითხეთ დეპორტირებულებს, აბა ჰკითხეთ მოტყუებით აქ ჩამოსულებს და უსახსროდ დარჩენილებს, აქ როგორი ცხოვრებაა?
კარგი ცხოვრება ხაზარაძესაც აქვს და ის ოპოზიციონერია.
კარგი ცხოვრება ნიკა მელიასაც აქვს და ისიც ოპოზიციონერია
კარგი ცხოვრება ბევრს აქვს საქართველოში.
ის არ გინდა?
თუ ისეთი კარგი არ გინდა?
აი ეს უკვე ფასეულობაა.
ოღონდაც უნდა აღიარო და თქვა, რომ ,,ისეთი კარგი ცხოვრება არ გინდა,,
დემოკრატია გინდა?
რაო საქართველოში არჩევნები არ ტარდება?
იტყუებიან?
მერე პროტესტი სადაა თუ 89% თვლის რომ დემოკრატიისთვის უნდა ევროპა?
პოლიტიკოსების პროტესტი და არჩევნების მასიური ბოიკოტი სადაა?
ხვალ რომ არჩევნებია და 6 ქალაქის მერს რომ ირჩევენ იცით? 30 აპრილს, 2023 წელს, ეს იცით ამ დემოკრატიის მოყვარულმა პოლიტიკოსებმა?
იცის ეს იმ მედიასივრცემ, ,,ევროპა რომ უნდა,,?
იცის ეს იმ ხალხმა ,,მიშას გათავისუფლება,, რომ უნდა?
არ უნდა იყოს ახლა დაფდაფი და ტამტამი, ევროპა ამერიკაში ოპოზიციის ვოიაჟები რომ ,,ვაპროტესტებთ არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას და თუ არ შეიცვალა ცესკო და პროცესები, არც 2024 არჩევნებს არ ვაღიარებთო,,
ეს არ უნდა იყოს მთავარი?
თუ ეს ყველაფერი თავისით მოვა?
გაჰკრავ თითს თითზე და გათავისუფლდება მოწამლული და 45 კილოდ დარჩენილი ადამიანი და ის გიშველით?
ესაა გეგმა?
რითი გინდა ბიძინისტანის გაგდება, თუ არჩევენები არ გინდა?
თუ არჩევნების დაცვა არ გინდა?
თუ ცესკოს შეცვლა არ მოითხოვე ახალგაზრდა თაობად წოდებულმა ადამიანებმა, არჩევნები როგორ გინდა საერთოდ?
ამაზე რომ საერთოდ საუბარი არ გინდა,
დემოკრატია და ევროპა როგორ გინდა?
მაინც გინდა,
ვიცი რომ ეს ასეც შეიძლება იყოს რომ მაინც გინდა და ამიტომ ვამბობ რომ არის ამისი პირდაპირი მაგალითი
ბულგარეთი.
ბულგარელ ახალგაზრდას ევროპა იმიტომ უნდა რომ,
თავისუფლად წავიდეს გერმანიაში, თუკი ვერ ნახა ბულგარეთის სახელმწიფო სამოხელეოში შესაძრომი ,,კრიშა,,
ევროპა უნდა როგორც მაშველი რგოლი, წავა და ბოლო ბოლო იქ იმუშავებს და აიწყობს ცხოვრებას, აი ესე უნდა ევროპა.
თქვენც ასე გინდათ?
ბულგარელ პროსლავურ პრორუს ახალგაზრდას ევროპა უნდა ჰოლანდიაში წასასვლელად და ერთი კარგად ჩასაკაიფებლად ლეგალურად.
ბულგარეთში რომ ჰქონდეს ეს ,,კოფიშოპები,, აი ეს არ უნდათ, იმიტომ რომ იქ დედა მამა ბიძა ბებია ბიცოლა მღვდელი და პრავასლავიაა მეთვალყურედ და ეგეც უნდა,
ასე 20 წელიწადში თავად უნდა რომ გახდეს ეს ბიძა ბიცოლა პრავასლავი მეთვალყურე და თავისთან იმიტომ არ უნდა ეს ყველაფერი…
აი ასე შემიძლია ჩავყვე საზოგადოების ყველა ფენას.
ასე რომ
,,ევროპა მინდა კიარა,,
რა გინდა კონკრეტულად და რატო გინდა
საკუთარ ოჯახში რატო ვერ ახერხებ ამას და რას აკეთებ ხელისშემშლების წინააღმდეგ
აი ესაა უმთავრესი“
კომენტარები