Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია;
,,რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?
პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან;
“ჯინი თავისუფალია”, შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ “გაატარებენ”;
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შორის);
დღევანდელი სანქცია, მარტივად ნიშნავს, რომ სანქცირებული ხალხი ამერიკაში ვერ შემოვა;
სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შეზღუდვები დააწესა დამოუკიდებლად და მას საამისოდ კონგრესის მიერ ახალი კანონის მიღება არ სჭირდება.
ასევე, ახალი კანონის გარეშე, დამოუკიდებლად, ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია ხაზინას.
სავიზო ინფორმაცია არის პირადი ინფორმაცია, შესაბამისად, სახ დეპი ამ ადამიანების სიას არ აქვეყნებს, ხაზინას ეს შეზღუდვა არ აქვს, რადგან ხაზინის სანქციების საფუძველი, უმეტესად კანონის დარღვევაა (მაგალითად კორუფცია);
რატომ 20+ ადამიანი და არა, იგივე, 84-ივე დეპუტატი, ვინც კანონს ხმა მისცა? ამ ეტაპზე სანქციის მიზანი არის behavior change – ოცნებას ჯერ კიდევ აძლევენ სიტუაციის გამოსწორების შანსს. ამავდროულად ეუბნებიან, რომ ეს სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს;
თვითონ სანქციების რანჟირებაში, სავიზო შეზღუდვები არის ერთდროულად მსუბუქი და მკაცრი ნაბიჯი. მსუბუქი იმიტომ, რომ, კარგი, არ წამოვა დიტო სამხარაძე ამერიკაში, გადაიტანს რამეფრად.
მკაცრი იმიტომ რომ, “ჯინი თავისუფალია” და ამის მერე ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია.“
კომენტარები