ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ინფორმაციით, “შაბათის ეთერმა” მოიპოვა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი ბრძანება, რომელსაც პრემიერის ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავდა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება N 23 95 – “სისტემ ნეტის” საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.
“სისტემ ნეტის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი ფრიდონ ინჯია, მისი ვაჟი ილია, ქალიშვილი ხათუნა და მეუღლე ლალი რუხაია არიან. პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების მესამე პუნქტში წერია, რომ ინჯიების ოჯახის კომპანია “სისტემ ნეტი” დაკირსრებული პირგასამტეხლოსგან უნდა გათავისუფლდეს.
მედიის ცნობით, კომპანია “სისტემ ნეტს”, რომლის საკონტროლო პაკეტსაც, ფრინდონ ინჯიას ოჯახი ფლობს. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 21 დეკემბერს, ორთაჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე შენობა ნაგებობა და 17 ათას 313 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ინჯიებს 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენებინათ და 10 მილიონი ინვესტიცია ჩაედოთ, თუმცა პირობები ორჯერ ვერ შეასრულეს, იმ დროს როცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ინჯიას კომპანიისთვის სახელმწიფო კუთვნილი ქონება უნდა ჩამოერთვა ღარიბაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა და ფრიდონ ინჯიას არა თუ სახელმწიფოს ქონება არ ჩამოართვა. დეპუტატის ოჯახის კომპანიას მილიონები აპატია.
მილიონების პატიოების სანაცვლოდ უნდა დაეჭირა თუ არა “ქართლი ოცნების” ყველა გადაწყვეტილებისთვის პარლამენტში მხარი? – მედიის კითხვას დეპუტატი ინჯია არ პასუხობს.
მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა 2023 წლის 19 ივლისს ინჯიების მშენებარე კორპუსში ერთ მილიონ დოლარად 20 სასტუმრო აპარტამენტი იყიდა და მილიონ 113 ათასი დოლარი წინასწარ ერთიანად გადაიხადა.
კომენტარები