მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მათ, ვინც ამბობს, ავიცერი და მაინც დამემართაო, მინდა ვკითხო, რომელი ვაქცინაა, რომელიც 100 პროცენტით გიცავს? ეგეთი ვაქცინა არ არსებობს. სამწუხაროდ, არ შეუქმნია ჯერჯერობით ადამიანს ასეთი ვაქცინა – ვერ შექმნა. მაგრამ, რას აკეთებს ვაქცინა? – ვაქცინირებულ ადამიანს დაავადება გადააქვს მსუბუქი ფორმით.
კოვიდის შემთხვევაში, ვაქცინირებულ ადამიანს შედარებით მსუბუქად გადააქვს დაყველაზე მთავარი რაც არის – იცავს სიცოცხლეს, გიცავს სიკვდილისგან.
სისულელეებს ლაპარაკობენ, ამბობენ, ვაქცინაცია აზიანებს შვილოსნობას და რეპროდუქციის სისტემასო – ასეთი მონაცემი არ არსებობს, სამაგიეროდ, ზუსტად, დადასტურებულია კვლევებით, რომ კოვიდის შემდეგ, მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია და ახსნაც აქვს ამას – ის რეცეპტორები, რომელზედაც ეჭიდება კოვიდ ვირუსი, ფილტვების შემდეგ, ყველაზე დიდი ოდენობით არის სათესლე ჯირკვლებში და სწორედ ამიტომ, მამაკაცებს ძალიან ხშირად, კოვიდის გადატანის შემდეგ, დაქვეითებული აქვთ სპერმის გამოყოფის ფუნქცია. ეს უკვე დადასტურებულია.
პინაზე დევს ერთ მხარეს სიცოცხლე, მეორე მხარეს – სიკვდილი.
ინგლისში გარდაიცვალა ოქსფორდდამთავრებული, ძალიან ცნობილი ანტივაქსერი, რომელსაც ჰყავდა მილინამდე მიმდევარი და რითი გარდაიცვალა, იცით? კოვიდ19-ით.
მოსახლეობას მივმართავ – ვერავინ დაგაძალებთ ვაქცინაციას, იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენ შვილებზე, თქვენი შვილების და თქვენი ქვეყნის მომავალზე.”
კომენტარები