თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი POSTV-ში აცხადებს:
„უკვე გამოვრთე ტელეფონი, აღარ მინდა, ტელეფონში ვკითხულობ, რომ სამმა მაღალჩინოსანმა მოკლა ჩემი შვილი და მთელი მსოფლიოს დედებო გავერთიანდეთო. ვინაა, ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ? თქვან, რომ ეს არის მაღალჩინოსანი, ვისზეც ბავშვი მუშაობდა“
რიტა ზურაბიშვილი საუბრობს ოჯახის ადვოკატზეც:
„ადვოკატი მოვიდაო და უბრალოდ ვიზუალურად დავინახე, გადავირიე, თეონა, ეს საიდან მეთქი, დიახაცო, თვითონ მისულა ეს ადვოკატი, უთქვამს, მე მოვალო, თქვენი ტოლა შვილი მყავსო და უფასოდ მოგემსახურებითო, ახლანდელი ადვოკატები რომლებია, უფასოდ რომ გემსახურებიან? რატომ არ დაინტერესდი, რატომ უნდა მემსახურო მე უფასოდ? რატომ არ მოდის ახლა? ერთ დღესაც მოდის რამიშვილი, შემოვედი, აბა რას გვეტყვით ბატონო ადვოკატო მეთქი? დაავლო თავის ჩანთას ხელი და წავიდა.
მამისთვის უთქვამს, როცა ეგ ქალბატონი იქნება, არაფერს ვიტყვიო და არ მკითხოთო. გასვენების დღეებში მე რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა. მე ვუთხარი, გვარამია რომ მომიყვანეს, მეზობლად ქალბატონი მყავს და ვითომ იმასთან დაქალობს, იმან იცი რა მითხრა, ქალბატონო რიტა, რატომ ნერვიულობთ? მე ოჯახის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, ოჯახი მეუბნება და ვაკეთებო.“
რიტა ზურაბიშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დედა იმ დღეებში გათიშული იყო, სასწრაფო თიშავდა, რადგან არაადეკვატურად იქცეოდა.
თუმცა, აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ 21 ივლისს ოჯახმა და ახლობლებმა აქცია მოაწყვეს, იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც დედა ყოველთვის აქტიურობდა და ნამდვილად არაფერი ეტყობოდა გათიშულის.
კომენტარები