„ქვეყანას, სადაც მეპურე მეწაღედ მუშაობს, დიპლომირებული ფილოლოგი ტაქსის მძღოლია, მინისტრის დიპლომი საეჭვოა და გლეხი ბაზრობაზე “დოლჩე&გაბანას” ყიდის, განვითარების პერსპექტივა არა აქვს…“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
„ახლა ოლიმპიადაზე ჭიდაობას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ქართველი ძალიან ძლიერია, როდესაც იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს და კარგად იცის.
ჩვენი და მთელი საზოგადოების პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც კონკრეტული გარემოებები ან ადამიანები გვაცდუნებენ, მოგვწყვეტენ საყვარელ საქმეს და გადაგვისვრიან იმ სფეროში, რისიც არაფერი გაგვეგება.
ასე ძირითადად პოლიტიკოსები იქცევიან – იყენებენ ჩვენს პოპულარობას, სარგებლობენ ჩვენი მიამიტობით, გაჭირვებით, წინ დაგვიყენებენ და მერე თვითონ მართავენ და გვმართავენ. ამით ჩვენც გვაზიანებენ და სახელმწიფოსაც, რადგან ქვეყანას, სადაც მეპურე მეწაღედ მუშაობს, დიპლომირებული ფილოლოგი ტაქსის მძღოლია, მინისტრის დიპლომი საეჭვოა და გლეხი ბაზრობაზე “დოლჩე&გაბანას” ყიდის, განვითარების პერსპექტივა არა აქვს…“ – წერს ხუხაშვილი.
კომენტარები