სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ საქმის გამოძიების პროცესი შეაფასა.
პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში არ ჩაერთვება. ნინო ლომჯარიას ამის შესახებ ინფორმაცია თავად გენერალურმა პროკურორმა მიაწოდა. ლომჯარიას ინფორმაციით, FBI-მ საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა იმის გამო რომ სხვა ქვეყანაში მომხდარ ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებაში ჩართვა მათი კომპეტენცია არ არის.
“FBI-ს ჩართულობასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვები. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. თუმცა, როგორც FBI აცხადებს, ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია.
ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებული არის მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები, კომუნიკაცია გამოძიებას აქვს ასევე ფეისბუქთან, ინსტაგრამთან და სხვა კომპანიებთან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
ლომჯარიას თქმით, გამოძიებას აქვს მოპოვებული იმ ტიპის ინფორმაციები, რომლების შესახებაც მისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო და რაც გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ ამყარებს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს გარდაცვლილის ოჯახს გენერალური პროკურორი ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვას დაჰპირდა.
11 აგვისტოს კი შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა FBI-სთან თანამშრომლობა.
დღეს 3 სექტემბერს კი, ოჯახმა პროკურორისა და სახალხო დამცველის შეხვედრის შემდეგ გაიგო, რომ ფედერალური ბიურო გამოძიებაში აღარ ერთვება!
კომენტარები