პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და დღევანდელ პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი რურუა გათავისუფლდება, ასევე, მელიასთან მიმართებაში შეთანხმებულ 20 ივნისის ამნისტიის კანონს კენჭისყრაზე დააყენებენ.
დავით ბაქრაძე:
“პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება. აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ”
კომენტარები