მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“უმრავლესობას, ვინც პროტესტი გამოთქვა, სახლიდანაც არ გაუდგამს ფეხი.
უმრავლოსობა სულ ასე იქცევა, დავუშვათ –
მაგრამ, ე.წ. ლიდერები სად იყვნენ?
ის 15 პარტია სად იყო ხელი რომ მოაწერეს იმ დოკუმენტს?
არ მოგეწონებათ, მაგრამ – ტელევიზორთან იყვნენ.
ახლა, რა გამოვიდა – ტიპებმა ფული აკეთეს, გრანტები აიღეს და იმ რუსთაველის პროსპექტზე დღეს ვის დასდევდა გასალახად ის ხალხი?
ვის და კორესპონდენტებს!
ტელე-წამყვანებს და ა.შ. კი არა, კორესპონდენტებს.
აგიხსნით გასხვავებას, თუ არ იცით – კორესპონდენტი, მეტწილად დამწყები ჟურნალისტი ან ოპერატორი, ანაც იდეურად წინ ხაზზე მყოფი სიახლის მაცნე.
რა მოხდა – იმ რუსთველზე, ეს კორესპონდენტები გაიმეტეს!
პრაიდის ორგანიზატორები და ა.შ. ყველა ოფისიდან წინასწარ როგორ გაქრით? იმავე ოფისებში კორესპონდენტები როგორ დატოვეთ?!
რატომ არ დაიცვეს ჟურნალისტები იმ პარტიის წევრებმა ვინც ხელი მოაწერა პრაიდის მხარდამჭერ დოკუმენტს?!
სინამდვილეში – ეს კორესპონდენტები შეუშვეს იმ სექსუალური უმცირესობების ნაცვლად და აცემინეს იქ შეკრებილ ტიპებს!
როცა ლიდერი ხარ, თუ ლიდერი ხარ და იდეისთვის იბრძვი – შენ ილახები და არა სხვები!
პ.ს. რაც შეეხება ხელისუფლებას, უკვე დავწერე – თვითმარველობის არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს!
პ.ს.ს. ამაში კი ისევ ოპოზიცია დაეხმარა.”
კომენტარები