ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.
როგორც ირმა ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკო-ს რეფორმირებას.
ინაშვილი ამბობს, რომ დღეს შეხვედრაზე მისულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს მათი საერთო ხედვების პაკეტი გააცნეს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ძირითად ნაწილში (ცესკო-ს რეფორმირება და ახალი არჩევნების დანიშვნა) ეთანხმება. თუმცა, როგორც ინაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე პარტია დიპლომატებთან შეხვედრას ინდივიდუალურ რეჟიმში ამჯობინებს.
მისივე თქმით, ელჩებთან დიალოგის მესამე რაუნდს აუცილებლად დაესწრება.
კომენტარები