რატომ არ ესწრებოდნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი პარტიის პროგრამის პრეზენტაციას?
„ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამაზე და მათთან იყო შეთანხმებული პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა… ეს არის პარტიული შიდა გადაწყვეტილება“, – თქვა გივი მიქანაძემ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე, „TV პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
„ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი კი აცხადებს:
„საპატიო თავმჯდომარე თვითონ გადაწყვეტს, რომელ ღონისძიებას დაესწროს და რომელს – არა… ეს თქვენი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელზეც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა დაესწროს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს. გარდაუვალი აუცილებლობა არ იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა“…
კომენტარები