“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელი, მთავარი არხის ეთერში, ეკა კვესიტაძის კითხვებს პასუხობს.
ეკა კვესიტაძე:
-ამ პარტიი ხელმძღვანელი ხართ თქვენ. ყველა ცივილურ ქვეყანაში პარტიის ხელმძღვანელი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორ მიდის პარტიის საქმე, იმარჯვებს თუ არა, გასაგებია, ჩვენ არა ვართ დემოკრატიაში, სადაც არჩევნები ხდება სამართლიანად და არ ხდება გაყალბება, პირველ რიგში არჩევნებამდე და ვერ გავზომავთ, იყავით თუ არა წარმატებული, გადადგომაზე კი არ გეუბნებით, რატომ არ გადადექით, მაგრამ, მიუხედავად ხელისუფლების ჩადებული ნაღმებისა, მოსყიდვისა, გიფიქრიათ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებიდან დაწყებული, გამოსვლების ორგანიზებით, დაშლით, იყო თუ არა შეცდომები დაშვებული? შეიძლებოდა თუ არა უფრო ეფექტურად მართვა?
ნიკა მელია:
-პარტიის თავმჯდომარე ვარ 1 წელზე ცოტა მეტი. სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას ვფიქრობდი, აქედან რა გამოვა? ბევრ ნაკლოვანებას ვხედავდი, რომლის შეცვლა მინდოდა და ყინული დაიძრა. მიფიქრია, თუმცა, ვერ დავეთანხმები ჩემ თანამოაზრეებს, ვინც წუხს, რომ ნაციონალური მოძრაობა განიცდის რეგრეს, პირიქით, განიცდის პროგრეს, პარტიას ბევრი ადამიანი უერთდება და ახლა დრო პარტია ვაშენოთ. დავუშვით სტრატეგიული შეცდომა, რაც მჯერა, რომ აღმოვფხვერი და რაც უნდა დაპირისპირებაში შემიყვანოს ვინმემ მავანთან, იმდენად მჯერა მე ამ გეზის, რომ არ გადავუხვევ. ვსაუბრობდით, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა და საჭიროა ცვლილებები, მაგრამ როგორ – ამაზე არ ვსაუბრობდით… შემდეგი ორი წელიც იგივეს ვსაუბრობდით… ჩემი პასუხისმგებლობა ნაციონალური მოძრაობის არჩვენებზე გაყვანის იწყება 2021 წლიდან. შარშან ამ დროს მინდოდა ამ რეფორმის დაწყება, არ დამცალდა, ვიყავი ციხეში…
ეკა კვესიტაძე:
-ბევრად ადრე, მედიასთან ინტერვიუში თქვით, რომ პარტია ვერ მუშაობდა სრულყოფილად იმიტომ რომ არ ქონდა ორგანიზაციული საკითხები მოწესრიგებული. თქვენი, როგორც ლიდერის ფუნქცია ეს არ იყო? აქამდე რა გიშლიდათ ხელს?
ნიკა მელია:
-ხვალ რომ დამიჭირონ, ცენტრალურ ოფისში ვიჯდები, თუ არ ვიჯდები, ცენტრალური ხაზი უნდა მოძრაობდეს. ძირითადად გაჩენილი კერებით ვიყავით დაკავებული. არასოდეს გვიზრუნია იმაზე, როგორი იქნება პარტია რამდენიმე თვის მერე.
ეკა კვესიტაძე:
-რომ ყოფილი პარტიული სტრუქტულები უკეთ მობილიზებული, შეიძლებოდა, თუ არა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკეთესად დაეცვა ხმები?
ნიკა მელია:
-არათუ უკეთესად, დღეს ხელისუფლებაში ქართული ოცნება არ იქნებოდა, მათ შორის თბილისში. დღეს რაზეც ვისაუბრე, ეს რომ წელიწადნახევრის წინ გამეკეთებია, ახლა თქვენ ეთერში თბილისის მერი იჯდებოდა. როდესაც 2 თვით ადრე იწყებ ბრძოლას, სამართლიან არჩევნებშიც შეიძლება გაგიჭირდეს გამარჯვება. სადაც მოვასწარით ძლიერი ორგანიზაციების შექმნა – რუსთავი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ერთი-ერთზე დამარცხა ქართული ოცნება, მიუხედავად იმისა, რასაც აკეთებდნენ, დამარცხდა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან და მთლიან ოპოზიციასთან პირწმინდად წააგო. იყო ოლქები, სადაც მცირე სხვაობით წავაგეთ, მაგრამ როდესაც 63 ოლქია საარჩევნო და აქედან 20 ოლქში, ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში რომ გიგებს 30 პროცენტით და მეტით, როდესაც ქართული ოცნება, თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში გიგებს 40-50 პროცენტით, ეს ნიშნავს რომ ორგანიზაციები ასაშენებლია.
ეკა კვესიტაძე:
-ვის უნდა აეშენებია?
ნიკა მელია:
-უმძიმესი პერიოდია. რეალურად, ქართულ ოცნებაზე პირველი ძლიერი შეტევა მივიტანეთ 2018 წელს. სხვა ოპოზიციური პარტიები რომ ზურგს გვიმაგრებდნენ, ის შედეგები, რასაც ვაფიქსირებთ, საკმარისი იქნებოდა. პრობლემები იყო – ორგანიზაციული, ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი – როდესაც ჩამოგინგრევენ დაჭერებით, დაკავებებით, შემოგიგდებენ ნაღმს – სჭირდება ამ ყველაფერს აღდგენა. ყოველდღიურად უნდა იყოს პარტია კამპანიურ რეჟიმში. ბევრი რამ შეიცვლება. ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები შეიძლება გადაგვეყაროს? – მზად უნდა ვიყოთ. დასრულდებოდა არჩევნები და ყველა ოლქს ვხურავდით. ახლა არასაარჩევნო პერიოდში საპირისპიროს ვაკეთებთ. ჯარი იწვრთნება ომამდე. ნაციონალური მოძრაობა აქამდე პარტიულ აქტივს წვრთნიდა გაგანია ომში. გამარჯვებაზე გადის ამ სისტემის აწყობა-ვერ აწყობაზე. პარტია მზად უნდა დახვდეს ბრძოლას. მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ჩვენი ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა მისი გათავისუფლების პროცესს, მაგრამ პარალელუარად, აღარ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები.
როგორ შეიძლება რუსთავში უგებდეს ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას, იქ, სადაც ფიზიკურადაც უპირისპირდებოდნენ, დანითაც ჭრიდნენ და არის ქალაქები, სადაც ოცნება 40 პროცენტით გიგებს – იდენტიფიცირებულია პრობლემა. სრული პასუხისმგებლობას ვიღებ – შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლაც უნდა მოგვიწიოს ქართულ ოცნებასთან – გამარჯვებულნი გამოვალთ. პარტიაში ასევე არიან მეგობრები, ვისთანაც საუბარი მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში უნდათ, მაგრამ მეტი არაფერი უნდათ, მხოლოდ 2012 წლის ნაციონალური მოძრაობის მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში და ჩვენ გაცილებით მეტი გვინდა ვიხილოთ. ამასობაში, 500 000 ამომრჩეველი შეიცვალა მთლიანად 2012 წლიდან დღემდე, ახალი თაობა წამოვიდა.
330 000 ახალგაზრდაა ქვეყანაში 18-დან 24 წლამდე, ამ სეგმენტში ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერა აქვს მხოლოდ 4 პროცენტი, რაც არის ძალზე მცირე. ერთი და იგივე ერთნაირად თუ ვაკეთეთ, შედეგი იქნება იგივე. არ შეიძლება ერთი და იგივე დამოკიდებულებით ვესაუბრებოდეთ ამომრჩევლებს. ამ სეგმენტის დაშინება, დაშანტაჟება, დაყოლიება ხელისუფლების მხრიდან – ყველაზე რთულია, ბევრი მათგანი საერთოდ არ დადის არჩევნებზე. ვქმნით ძლიერ, ახალგაზრდულ მოძრაობას, რომელიც არ გვქონია. ვიცოდით, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ დადის არჩვენებზე და ვფიქრობდით, მოდით ვისაუბროთ 800 000 პენსიონერზე, რომელზეც, კიდევ მეტი უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ახალგაზრდებზე არ ვსაუბრობდით.
არ უნდა დანგრეულიყო პარტია 2012 წელს, ჩემ არაჩვეულებრივ კოლეგასაც არ დავეთანხმები, პარტიაში ვიღაცეები არ არიან მიჩვეულნი და მენტალური რევოლუციაც ხდება, ძველი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერს ეძახიან თავს. თუ ვიტყვით, რომ ეს პარტია არის 1-2-3 ადამიანის, ეს პარტია არასოდეს გაიზრდება. თუ ვიტყვით, რომ ეს პარტია არის ხალხის – გაიზრდება. ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა გააკეთოს, შეუძლებელი იქნება მათი მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნება. როდესაც საპროტესტო განწყობა იქნება 70 პროცენტი, ვერ გაუძლებს წნეხს, როცა ვიცი, რომ სადღაც ქალაქებია, სადაც 50 პროცენტით გიგებს “ქართული ოცნება”, ესე იგი იქ ოპოზიციური ბაცილაა შესატანი.
კომენტარები