reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, Der Spiegel-თან ინტერვიუში, კითხვის პასუხად, რატომ არ აწვდიდა გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას, ამბობს:
“დღეს მთავარი პრიორიტეტი, NATO-სა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდებაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად გადავდგათ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი NATO-სთვის ესკალაციის თავის არიდებაა. არ ვაქცევ ყურადღებას რეიტინგს და ხმაურიან მოწოდებებს, რადგან შეცდომას დრამატული შედეგები მოჰყვება”.
კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობდა, რომ ტანკების მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო, ან ბირთვული ომი, მან თქვა, რომ არ არსებობს წესები, სადაც ნათქვამია, როდის შეიძლება ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.
შეგახსენებთ, შოლცს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ გერმანიაშიც და მის ფარგლებს გარეთ, იმის გამო, რომ მის მთავრობას აშკარად არ სურდა უკრაინისთვის მძიმე საბრძოლო იარაღის მიწოდება, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები, რათა დაეხმაროს მას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაღწევაში, მაშინაც კი, როდესაც სხვა დასავლელი მოკავშირეები აძლიერებენ სამხედრო ტვირთებს.
კომენტარები