საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს სასაფლაოზე შესვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.
მათივე განმარტებით, “გაუგებრობა” კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
“დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა”,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გურიაში სასულიერო პირები საფლავების საკურთხად პოლიციამ არ შეუშვა.
კომენტარები