თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რუსეთისთვის დაწესებულ საქნციებზე საუბრისას, საზოგადოებრივი არხის ინფორმაციით, ამბობს:
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“
კონკრეტულად, რომელ სანქციებს არ მიუერთდა საქართველოს და რომელი ის სანქციები, რომელიც ისე, უბრალოდ დაუწესეს რუსეთს და არ ექნება არანაირი ეფექტი (როგორც მინისტრი ამბობს), ამას თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს.
ცნობისთვის, 23 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის “გაუგებარია, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები”.
კომენტარები