ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა მიშა, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად? ჩემი ვარაუდი რა თქმა მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მიზეზები შეიძლება ყოფილიყო
1/ პრეზიდენტი მოუფრთხილდა სახელმწიფოს და არ მისცა ბიძგი დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას, რაც მაღალი ალბათობიით მოჰყვებოდა მის მხრიდან ტირანის შეწყალებას
2/ მან მართებულად გაითვალისწინა საზოგადოების უმრავლესობის და მისი ამომრჩევლის აზრი, რომელიც ახლახანს მას ძალიან მკაფიოდ ეთქვა, შესაბამისად არ დაწვა ხიდები მათთან
3/ გაითვალისწინა საკითხის წმინდა იურიდიული ასპექტების
4/ და კიდევ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლება ჰქონოდა სააკაშვილის მხარის მავნებლურ გადაწყვეტილებას “სააკაშვილის სიის” შედგენაზე, მაგნიცკის სიის მსგავსად, რითაც ფაქტიურად მათ გადაწყვიტეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს დაზიანებაც.
თუმცა, პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა!”
კომენტარები