NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, „გამოკითხულთა 47 % ვაქცინას არ გაიკეთებდა – 42 % ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება და აცხადებს:
„არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს.
ამის მიუხედავად მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მშობლები, მეგობრები, ახლობლები და ნათესავები სიკვდილისგან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემთხვევა არის უკიდურესად დაბალი“
კომენტარები