სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ალტ-ინფო“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ „ჩირგვებში” ჩაიმალნენ.
“დავუშვათ, რომ მაჩალიკაშვილმა ნამდვილად არ იცოდა ვინ იყო ჩატაევი, ვის ეხმარებოდა, ვის ყიდულობდა ნივთებს, დავუშვათ არ იცნობდა. თქვენ თქვით, რომ ერთი წლის განმავლობაში ომი მიდიოდა იმ სახლში, რომელიც მან უქირავა მათ. ეს ყველაფერი რომ მოხდა, ჩატაევი მოკვდა, სხვებიც დაიხოცნენ, ბორზიევი დავიჭირეთ და მთელი ქვეყანა მაგაზე ლაპარაკობს, რომ ტერორისტული აქტი ავირიდეთ და ტერორისტები დავაკავეთ. რატომ არ მოვიდნენ ძალოვან უწყებაში მამა ან შვილი? რატომ არ თქვეს, რომ ესენი ტერორისტები ყოფილან და ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, მოგვატყუეს და სხვა სახელით გაგვეცნენო. დავეხმარეთ, მათ ყველაფერი გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ ტერორისტები ყოფილან და მოდით რა მოგცემთ ჩვენებას, რომ რაიმე შარში არ გავეხვიოთ… რაიმე ასეთი მოხდა? ისინი იყვნენ ჩირგვებში მიმალულები, განაბულები რომ არ აღმოგვეჩინა და მაინც ვერ დაემალნენ მართლმსაჯულებას”, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
კომენტარები