აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. კორონავირუსის პანდემიის გამო კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ღონისძიებები მოქმედებს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა რეგულაციების მიღება შეუძლია სახელმწიფოს ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, სასაფლაოზე მოსახლეობის დიდი ნაკადის თავიდან ასაცილებლად.
„აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს, იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება“, – მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განგვიცხადა
„როგორც თქვენ იცით, საკოორდინაციო საბჭო და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს ეყრდნობა.
ასევე იმ გათვლებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს. ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და ბოლოს იმ ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ, რაც გვექნება. ყველა გადაწყვეტილება, რაც გვექნება ვირუსის გათალისწინებით იმ რეალობას დაეყრდნობა, რაც იქნება და ასევე მედიკოსების რეკომენდაციებს,“ – განმარტა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ცნობილი ჯერ არაფერია.
„თუ მისცემს ეკლესია საზოგადოებას რაიმე რეკომენდაციას, ან განცხადებას გააკეთებს ყველას გეცოდნებათ. წინასწარ ჯერ არაფერი ვიცით. ვერაფერს გეტყვით,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ანდრია ჯაღმაძიემ.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.
პრაიმტაიმი
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა – ამ კვირის ბოლოს ველოდებით 400-მდე გაზრდას კორონავირუსით ინფიცირებულების, ხოლო თვის ბოლოსთვის 1000-1200 ინფიცირებულს – შესაბამისად, ჯანდაცვას უკვე აქვს პროგნოზიც და გეგმაც.
სამწუხაროდ, როგორც მასალიდან ჩანს გეგმა ჯერ არა აქვს სახელმწიფოს და ელოდება აპრილის შუა რიცხვებს და აპირებს იმოქმედებს იმის მიხედვით, რა ვითარებაც იქნება ქვეყანაში!
ამ ეპიდემიამ, ბევრი ქვეყნის მაგალითზე გვაჩვენა, რომ გეგმის გარეშე მუშაობა და სპონტანურად მოქმედება მერე ვითარებისდა მიხედვით – დამღუპველია.
ალია
კომენტარები