კომპანია „ბაზა2023“ დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებით. იგი სულ უფრო სწრაფად იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ბაზარზე. მისი ძირითადი სერვისი არის საკონსულტაციო და საშემფასებლო მომსახურება უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების მართვის სფეროში.
კომპანიის მომსახურების მაღალ ხარისხს განაპირობებს ჯგუფის საქმისადმი ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ვინაიდან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება.
“ჩვენ ვცდილობთ, ყველა კლიენტს მივუდგეთ ინდივიდუალურად, ასევე ყველა ობიექტი შევაფასოთ ინდივიდუალურად; ვცდილობთ ადამიანებს მივცეთ რეალური და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ჩვენი შეფასებები მაღალი დასაბუთებისა და ბაზრის ღრმა ანალიზის გამო ხშირად გამოიყენება სამართლებრივ და საფინანსო დავებში,“ – განმარტა მარკეტინგის მენეჯერმა ჩვენთან საუბრისას.
ქონების შეფასებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. განსაკუთრებით ხშირია მოთხოვნა უძრავი ქონების შეფასებაზე, მას მოჰყვება მოძრავი ქონება და სულ ბოლოს არამატერიალური, ბიზნესის და ბიზნესში შემავალი აქტივების შეფასების მოთხოვნა, მიზნობრიობა კი ძირითადად საფინანსო და სამართლებრივია. ამ ბოლო დროს ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა ქონების გაყიდვამდე შეფასების კულტურა, რათა მაქსიმალურად მცირე დროსა და უმაღლეს ფასში მოხდეს ობიექტის რეალიზაცია.
“ეკონომიკური ბაზრები ქვეყანაში სულ უფრო სწრაფად ვითარდება. სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის კი პასუხისმგებლიანი კომპანიის დახმარებაა საჭირო, რომელიც ინდივიდუალურად მიუდგება კლიენტის მოთხოვნებს. სწორედ ამას აკეთებენ ზუსტად და ჯეროვნად ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილების დამსახურებით ჩვენი თანამშრომლები“, – კიდევ ერთხელ განგვიმარტეს კომპანიაში.
გარდა იმისა, რომ კომპანიას ჰყავს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებლების ჯგუფი, მას წვდომა აქვს ისტორიულ ტრანზაქციებსა და ბაზებზე, რაც ხელს უწყობს ბევრად უფრო სრულყოფილად შეაფასოს რეალურ დროში მიმდინარე მოვლენები და ფასთა დინამიკა; ამასთან კომპანიის ფინანსური თუ სამართლებრივი ანალიტიკოსები ღირებულ საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ თითოეულ დაინტერესებულ პირს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა საკმაოდ მცირე დროში მოიზიდა და მაღალი სტანდარტით მოემსახურა როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. კომპანია გეგმავს სერვისების დახვეწასა და გამარტივებას, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომსა და მარტივს გახდის სერვისის მიღებას ყველა ფენისა და ტიპის მომხმარებლისთვის. ისინი სამომავლოდ გვპირდებიან ასევე ქართული ეკონომიკური ბაზრის გამოწვევებზე მორგებულ სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს, რაც ფრიად მნიშვნელოვანია მომსახურების სწორი განვითარებისათვის.
(R)
კომენტარები