“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი:
“ხელისუფლებას ოქტომბერში არჩევნების ჩატარება უფრო აწყობს. ის შეეცდება, რომ არჩევნების თარიღმა არ გადაიწიოს. რაც უფრო დრო გავა, ამ პანდემიისა და ეკონომიკის გაჩერების უარყოფითი მომენტები უფრო და უფრო იჩენს თავს.
ხელისუფლება არ უნდა იყოს დაინტერესებული არჩევნების გადაწევით, რადგან მისთვის არჩევნების გადაწევა უფრო უარესი შედეგის მომტანი იქნება.
99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება, თუ ვირუსის ისეთი აფეთქება არ მოხდა, რომ ყველა სახლში გამოგვკეტეს. როგორც ვიცით, ივლისის ბოლოს მთავრდება ე.წ ლოქ დაუნი. შემოდგომაზე – მთელი აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება ყველას ექნება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა “2020NEWS“-თან.
კომენტარები