ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩატარებული ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას”
—————–
დიდად არ წავსულვართ წინ კიტოვანის და ლანჩავას სამხედრო გენიის შემდეგ, როცა გლობუსით და სკოლის გეოგრაფიის კაბინეტში ჩამოკიდებული ნახევარსფეროების რუკებით გეგმავდნენ ბრძოლებს აფხაზეთში
და ახლა ეს ყველაფერი დაბრალდება სასაზღვრო დეპარტამენტის ორ “განტევების ვაცს”.
წარმოგიდგენიათ სხვა სფეროებში რა ხდება?
თუნდაც ჯანდაცვაში?
“სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.”
3500 ჰექტარი ფართობიო. და რამდენი ჰექტარი იკარგება და დაიკარგება საოკუპაციო ხაზებთან, ამაზე როდის გაკეთდება გამოძიება, 2024-ში, 28-ში თუ ?…
გარეჯის უდაბნოში ეკლესია რომ არ მდგარიყო, ან არჩევნებში გამარჯვება სათუო რომ არ გამხდარიყო, ვინმე შეიტყობდა იმ 3 500 ჰექტარის დაკარგვას?
ვინ დაითვლის ეკონომიკურ ზარალს, რომელიც ქვეყანას მიადგა გაუმართლებელი “ლოქდაუნებით”?
პანდემიის მართვაზე როცა ვსაუბრობთ, გვესმის კი რას ნიშნავს სიტყვა “მართვა”?
რატომ ავარდა მძიმედ დაინფიცირებულთა რიცხვი? იმიტომ რომ უაზრო იზოლაციებით, ვირუსზე ფანტასმაგორიული გამარჯვებებით და სიფრთხილის ორმაგი სტანდარტებით გაბეზრებულმა საზოგადოებამ სრულიად უგულებელჰყო ელემენტარული ჰიგიენური წესები. იმედია ვაქცინა დროულად მოგვისწრებს, თორემ არჩევნების შემდეგ ისევ უმკაცრესი და უაზრო ჩაკეტვების გარდა რაიმე ეფექტური თავდაცვის ღონისძიება გვაქვს? ვისწავლეთ რამე? გავაანალიზეთ?
ვინ იქნება მაგ სფეროს ის “ორიოდე საცოდავი გაშვების თხა” ვისაც დაბრალდება ლარის გაბანძების, ეკონომიკური კატასტროფისა და უამრავი ადამიანის შიმშილითა და ავადმყოფობებით სასიკვდილოდ გაწირვის ცოდვა?
მოიძებნება ვინმე, ვიცით.
რა უცნაური პარადოქსია ისე, ამ პაწია ქვეყანას რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და ვინ მართავს …
ვინ მიუძღვის ბრძოლაში … ვის ჰქვია მინისტრი და გენერალი.
და საიდან მოდის ეს ყველაფერი იცით?
“პოლიტიკაში რომ არ ერევიან” – აი იმ ფარისევლებისაგან.
ჩემს თაობას მაინც არაფერი ეშველება და ყველა სფეროს ახალგაზრდა ქართველ პროფესიონალებს მსურს ვუთხრა:
– ნუ შეგრცხვებათ პოლიტიკასთან ასოცირების. პოლიტიკა იმ წესებისა და კანონების კრებულია, რომლებითაც თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა უნდა იცხოვროთ და თუ თქვენ ამ უფლებას სულელებს დაუთმობთ, რაც არ უნდა ჭკვიანები იყოთ, მაინც სულელურად მოგიწევთ ცხოვრება ჩვენსავით!”
კომენტარები