„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე:
„რატომ ჩატოვა ოლიგარქმა გვარამია ციხეში? დიახ, ოლიგარქმა და არა სასამართლომ…
იმიტომ რომ გასდის. იმას აკეთებს რაც უნდა, როგორც უნდა… არსად წასვლას არ აპირებს, აგერ, ბაობაბები ჩამოაქვს კენიიდან. და იცით რატომ გასდის? იმიტომ რომ ფიქრობს, ვერაფერი შეაჩერებს, წინ ვერავინ გადაუდგება.
რატომ? თვლის რომ სათანადო წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ, რადგან ანონსების, ცრუ დაპირებების და მხარდამჭერებისგან მტრის ხატის შექმნის იქით არ მივდივართ…
იმიტომ რომ კერძო ახირების გამო, უარს ვამბობთ: განახლებაზე; რეფორმებზე; გაძლიერებაზე; გაერთიანებაზე… ზუსტად ეს აწყობს. ზუსტად ამაზე ოცნებობს. ზუსტად ეს არის მისი მიზანიც: უძრაობა – მოძრაობის ნაცვლად. დღემეხვალიეობა – თანმიმდევრულობის ნაცვლად. წრეზე ტრიალი – წრის გარღვევის ნაცვლად…
და ვიდრე ასე გავაგრძელებთ, გვარამიას გამოუშვებს კი არა, მიშას ჰუმანიტარული მიზნით გადაიყვანს კი არა, ყველას გვერდით მიგვისვამს, როდესაც მოუნდება და გადაწყვეტს.
ამიტომ: თუ მართლა გვინდა რომ ეს ბოროტი ოლიგარქიული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ, ჯერ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, დაშვებული შეცდომები გავაცნობიეროთ, თუ არ გამოგვდის, პასუხისმგებლობა ავიღოთ, ახალი შიდა არჩევნებით/პრაიმერით ლეგიტიმაცია მოვიპოვოთ, “ისრის ერთ კონად” შევიკრათ და ვიბრძოლოთ ყველა პლატფორმაზე: ჭკვიანურად და კონკრეტული გეგმით – ბოლომდე და გამარჯვებამდე.”
კომენტარები