ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი, ბასილ კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ობოლი და უპატრონო ბავშვები ეკლესიის მონები არიან? გუშინ მეუფე სპირიდონმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს თუ რატომ არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში. სპირიდონი საუბარს იწყებს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, მიმართავს ჰომოფობიურ დემაგოგიას, სახალხო დამცველს უწოდებს წაბილწულს, გარყვნილს, უგვანოს, ნამუსგარეცხილს და ასეთ ხალხს ბავშვთა სახლში არ შევუშვებო, აცხადებს.
17 წელიწადია საპატრიარქომ ობოლი ბავშვების სახლების უფროსობა არასრულწლოვანების გაუპატიურებისათვის ნასამართლევ სპირიდონს ჩააბარა. მრავალი წელია სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იქ მიმდინარეობს ბავშვების ძალადობა, ბავშვები მოწყვეტილი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებას და იქ არ უშვებენ არც სოციალურ მუშაკებს.
წლების წინ, როდესაც სპირიდონს ზესტაფონის ტელევიზიასთან კონფლიქტი ჰქონდა, მან განაცხადა: სამას ბავშვს დავაყენებ ტელევიზიის შენობასთან და მანამდე იდგებიან ბავშვები იქ, სანამ ტელევიზიის თანამშრომლები შენობას არ დატოვებენ. ანუ, საპატრიარქო სახელმწიფოს მიერ მათ კლანჭებში ჩაგდებულ ბავშვებს თავისი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ინტერვიუებში სპირიდონი აცხადებს, რომ თურმე საერო ბავშვთა სახლებში ბავშვების თვალებში ბოროტება ჩანს, ხოლო საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში ბოროტოებას ბავშვებში სულიერად ებრძვიან. ცხადია, იქ არსებობს რელიგიურ-ტოტალიტარული სისტემა და ბავშვების რელიგიური იდეოლოგიით იძულებითი ინდოქტრინაცია. თან თვითონ სახელმწიფო აფინანსებს და ტენის ფულებით ამ სულძაღლ სპირიდონა აბულაძეს. მარტო ზესტაფონის საპატრიარქოს ბავშვთა სახლი წელიწადში მილიონ ლარზე მეტს იღებს. სახელმწიფომ რატომ ჩაუგდო ხელში ობოლი ბავშვები შავბნელ და აყროლებულ სამღვდელოებას?
სპირიდონი ვიდეომიმართვაში უტიფრად აცხადებს, ნინო ლომჯარია იმიტომ მომიგზავნეს ლიბერასტებმა, რომ მე ნამახვანის პროტესტს დავუჭირე მხარიო. სინამდვილეში, მან ნამახვანის დამცველები „თურქებზე უარესებად“ გამოაცხადა ეკლესიის კრიტიკისათვის. ასევე, მე ვქადაგებო, რომ ვაქცინა ბიოლოგიური იარაღია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომაც მებრძვიანო.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ბავშვების გადარჩენა და მათი გამოგლეჯა სპირიდონ აბულაძის კლანჭებისაგან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. სპირიდონი უტიფრად და მოურიდებლად ავრცელებს ვიდეომიმართვას, რადგან იცის, რომ ანაფორიან ნაძირალას ყველაფერი გაუვა საქართველოში. ღმერთის სახელით ილანძღება და იმუქრება, ბავშვები ჩემს მონებად დარჩებიანო. არამზადა საპატრიარქო ასეთ მკრეხელობაზე სდუმს. მთავრობაც ჩასვრილია, რადგან მას აუცილებლად სჭირდება არჩევნებისთვის ის საქონელი, რომელსაც ეკლესია ჰყიდის, ეს საქონელი კი ხალხის ბრმა ნდობაა ანაფორიანი ვირიშვილების მიმართ.”
კომენტარები