ფოტო – ტვ პირველი
დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგიორის რწმუნებული, ბაჩანა ქავთარაძე დააკავეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ქავთარაძე ფინანსურმა პოლიციამ ზესტაფონში მაშინ აიყვანა, როცა მას კუთვნილი ავტომობილით, კონტრაბანდული სიგარეტი, უწყების მტკიცებით, გადაჰქონდა, სავარაუდოდ, თბილისში, რეალიზაციისთვის.
კომენტარები