ერთი კვირის წინ ექიმმა ჰომეოპათმა, პროფესორმა გია ნადარეიშვილმა “ალიას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ მას უკვე შექმნილი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი. იგი ჰყვებოდა იმასაც, რომ მის ამ წამალს უამრავი ადამიანი ელოდება, მათ შორის თანამდებობის პირები და ხშირად ურეკავენ.
გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გია ნადარეიშვილის აფთიაქი, რომელიც დიდ დიღომში, „იმედის კლინიკის“ შენობაშია განთავსებული, დაიკეტა.
როგორც “ალიამ” გაარკვია, გია ნადარეიშვილთან მივიდა მეგობარი ექიმი, რომელმაც არ იცოდა, რომ უკვე ჰქონდა კორონავირუსი და წაიღო წამალი “ანტიგრიპინი”, რომელსაც ნადარეიშვილმა, როგორც “ალიასთან” ჰყვება 6 კომპონენტი დაამატა სწორედ კორონავირუსთან საბრძოლველად.
ექიმი, რომელმაც ნადარეიშვილს მიაკითხა, ახლა უკვე კლინიკაშია და მას უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი. იგი მედიკამენტებთან ერთად, ისევ აგრძელებს ჰომეოპათიური წამლების მიღებას.
გია ნადარეიშვილის აფთიაქიც სწორედ ამის გამო დაიკეტა, გია ნადარეიშვილი და მისი ოჯახის წევრები კი თვითიზოლაციაში არიან. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ჰომეოპათი მუშაობას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
„ალია“
კომენტარები