ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს ურჩევს, არ წავიდნენ ემიგრაციაში, ქვეყანაში დარჩნენ, რათა ერთად იბრძოლონ და წერს:
“როგორ ფიქრობთ მეგობრებო, რატომ გრძნობს ეს ქვეყნის გამყიდველი რუსულ საგუშაგოებთან თავს უსაფრთხოდ???
ასევე ნაც სექტა რატო ითხოვდნენ რუსეთის საგუშაგოებთან ახლოს ჰოსპიტალში გადაყვანას? ვინმემ დასვა ეს კითხვა?
და კიდევ კითხვა რატომ დართო სუსმა ამის ნებართვა და რატომ არ ითხოვს უკან გადმოყვანას? სუსის ანალიტიკურ სამსახურმა რამე ანალიზი ამის შესახებ დადო???”
შეგახსენებთ, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
კომენტარები