შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა.
“15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – დაწერა “ფეისბუქზე” ჯავახაძემ.
ნინო ჯავახაძე გიორგი გახარიას კადრია, ის გახარიას მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
თუმცა, როგორც “ალიას” შსს-ში უთხრეს, ნინო ჯავახაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კომენტარები