“ალიასთვის” ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში რამდენიმე დღის წინ, ორივე პიარმა დატოვა.
გიორგი თუხარელი და თაკო მათეშვილი – ქეთევან ციხელაშვილი პიარს აღარ წარმოადგენენ.
პიარის გარეშე მინისტრის დატოვება დაგვიდასტურეს სამინისტროშიც, სადაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანსიების შესავსებად.
სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ ორთავე პიარმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ახალი წლის დღეებში.
სამსახურიდან წასული პიარის თანამშრომლები არ გვიზუსტებენ სამსახურის დატოვების მიზეზს.
სამინისტროს თანამშრომლებიც ვერ გვიხსნიან თანამშრომლების წასვლის მიზეზს.
ჩვენი კულუარული ინფორმაციით, მინისტრ ციხელაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მიმართვა და საუბრის მანერა არც თუ ისე სასიამოვნო აქვს და რაკი მის წინააღმდეგ დაწერილ, თუ ნათქვამ ყველა სიტყვას მტკივნეულად აღიქვამს, როგორც გვიყვებიან, ხშირად ყვირის და ცუდად მიმართავს თანამშრომლებს, “ყოფილა შემთხვევა ნივთებიც უსვრია” – გვეუბნება წყარო.
თუმცა, არსებობს თანამშრომლები, რომელთა მიმართაც მინისტრი ლოიალურია, მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მოადგილე სამსახურში მისვლასაც არ კადრულობს, თუმცა, ხელფასს მაინც ისევ იგივენაირად იღებს, როგორც სხვა თანამშრომლები.
“ალია” ადგენს ამ მოადგილის გვარს.
მანამდე კი, ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი ერთდროულად ორმა პიარმა მიატოვა და მეტი არც ჰყავდა.
ის ორი პირი რომ მიგატოვებს ერთდროულად, ვისაც შენს იმიჯზე უნდა ეზრუნა – ვერ არის კარგი ამბავი მინისტრისთვის.
პიარი უნდა შევცვალოთ, თუ მინისტრი?
რას უშველის პიარი ზოგ მინისტრს?
ამ კითხვებს პრემიერი უპასუხებს, იმედია.
ალია
კომენტარები