ცოტა ხნის წინ, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ლიკა გამრეკელი. ორგანიზაციის წევრი იყო ასევე, სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი.
ორგანიზაციამ ხმაურიანი აქცია მოაწყო რუსთაველზე, მაჩალიკაშვილის კარვის გვერდით, სადაც აქტივისტებთნ ერთად, განსაკუთრებულად აქტიურობდა სოსო რობაქიძე.
“ალიასთვის” ცნობილი გახდა, რომ სოსო რობაქიძესა და აქტივისტებს შორის, კონფლიქტი მოხდა და აქტივისტებმა ორგანიზაცია დატოვეს.
“ალია” დაუკავშირდა შაკო კუჭაშვილსა და ლიკა გამრეკელს, რომლებმაც დაგვიდასტურეს ორგანიზაციის დატოვება, ოღონდ, არ ისურვეს მიზეზზე საუბარი:
“დიახ, გიდასტურებთ, რომ “შევინარჩუნეთ სიცოცხლე” დავტოვეთ,მაგრამ დეტალებში შესვლას არ ვაპირებთ, წარმატებებს ვუსურვებთ ყველა ანტიოპოზიციურ გაერთიანებას. არც ვინმესთან კონფლიქტს ვადასტურებთ.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენი გეგმები დაკავშირებულია სხვასასხვა აქტივისტთა სიტუაციური ჯგუფების გაერთიანებასთან და ერთობლივ ფრონტთან, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ნაც.მოძრაობას და მის ანასხლეტებს, რომელებიც ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას ხელს უშლიან და მეხუთე კოლონის მდგომარებაში არიან, ისინი მტრის სასარგებლოდ მოქმედებენ და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ მტრის წინააღმდეგ. “
კომენტარები