გასულ ღამეს BBC-მ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოში 13 კი არა, 48 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.
როგორც “პრაიმტაიმი”წერს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, რეალურად კი საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 13 შემთხვევა:
„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მიერ გვიან ხდება შემთხვევების შეტყობინება (ეს არ ეხება საქართველოს), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალურ შეტყობინებასთან ერთად იყენებს სხვადასხვა წყაროებს ინფორმაციის შესაგროვებლად გამონაკლისის სახით. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იყო ინფორმაცია 39 ახალი შესაძლო შემთხვევის შესახებ, რაც ჯანმო-ს პროგრამამ გადათარგმნა როგორც 39 ახალი შემთხვევა და თარგმანში დაიკარგა სიტყვა „შესაძლო“, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჯანმოს ცენტრალურ ოფისს და ხარვეზი იქნა გამოსწორებული, ამის შესახებ ასევე ეცნობა ჯანმოს რეგიონულ დირექტორს“ – განგვიმარტეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. (პრაიმტაიმი)
ცუდია, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ ოფიაციალურ მონაცემებს არ ეყრდნობა, ძალიან ცუდია.
მაინც გაუგებარია, როგორ მიიღო ფიცრი 48 ჯანმომ?
გუშინწინ საქართელოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იყო 12, გუშინ – 13.
თუ ჯანმომ გამოიყენა თუნდაც გუშინწინდელი მონაცემი და 12 ინფიცირებულს დაუმატა 39 შესაძლო ინფიცირებული – 12+39 აშკარად არ არის 48 და მით უფრო არ არის 48-ის ტოლი – 13+39.
ასევე, გაუგებარია, რატომ არ იცვლება საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემით კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვი და რატომ იზრდება სტაციონარში მოთავსებულთა რიცხვი, რომელიც, ამჟამინდელი მონაცემებით 69-ს შეადგენს?
ის ადამიანები, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ანალიზის მიხედვით კორონავირუსი – კარანტინში გადაგვყავსო, გვეუბნებიან, მაშ, როგორ მოხდა, რომ უკვე მეორე დღეა კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი არ იზრდება, მაგრამ იზრდება სტაციონარში მყოფ პაციენტთა რიცხვი? ანალიზის პასუხს – ერთ დღეზე მეტი დრო სჭირდება? იმ ადამიანებს, რომელებსაც გუშინწინ ჩაუტარდათ ანალიზი და პასუხი უარყოფითი იყო – სტაციონარში რატომ, ტოვებენ? რატომ არ გადაჰყავთ კარანტინში?
თუ ეს არ იყო ტექნიკური შეცდომა – მაშინ გამყრელიძეს მალე მოუწევს ინფიცირებულთა უფრო მაღალი ციფრის დასახელება, თორემ, როგორც ვხედავთ, ჭორ-მართალი უკვე ზედა ეშელონებიდან ვრცელდება.
ალია
კომენტარები