თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი, რომელმაც ოჯახთან ერთად ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა:
რატომ დავტოვე საქართველო? იმიტომ რომ:
სულიერად უკიდურესად მიმძიმდა ტოტალური უსამართლობის ატანა;
კრებსებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი განადგურება სახელმწიფო უწყებებსაც სწადიათ;
ვერასდროს ვერ დავთმობდი პრინციპებს, გულწრფელ ხასიათს, ღირებულებებს და პატიოსნებას;
მატერიალურად ძლივს გამქონდა თავი და მუდმივად ახლობლების დახმარებით არსებობდა ჩემი ოჯახი;
ვეღარ ვეგუებოდი საპატრიარქოს ანტიქრისტიანულ, ინტრიგნულ, მაფიოზურ და კლერიკალურ ბოგინს;
უკლებლივ ყველა სამსახურში ვიყავი პერსონა ნონ გრატა და ვერსად ვერ ვიწყებდი მუშაობას;
ქუჩაში ხშირად ვაწყდებოდი ფანატიკოსთა თუ ექსტრემისტთა მხრიდან აგრესიას და შეურაცხყოფას;
არ ვემხრობოდი არცერთ დომინანტურ პოლიტიკურ პარტიას და არ ვიყავი არცერთი ენჯეოს წევრი;
მორალურად არ მიმაჩნდა სწორად ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის გაფეტიშება, ან გაუთავებელი ლანძღვა და წყევლა;
მეშინოდა შვილების გაზრდის საფრთხიან, დაუცველ, გაუნათლებელ და ნევროტულ გარემოში;
პროტესტი მაქვს საქართველოში გამეფებული მჟავე “პატრიოტიზმისადმი”, ფსევდორელიგიურობისადმი, ძალადობისადმი, უკულტურობისადმი, “ქურდული” მენტალიტეტისადმი, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმისადმი;
ვხედავდი სახელმწიფოს სრული რუსიფიკაციისა და ასიმილაციის საფრთხეს;
კატეგორიული მიუღებლობა მქონდა უხამსი, ბანდიტური და გაზულუქებული ეპისკოპატის და მათი უღირსი სამღვდელოების;
ვიყავი მრავალგვარი ცილისწამების, პერმანენტული მუქარისა და დამცირების ობიექტი, რის გამოც მსგავს ბოროტებაში ყოფნა უკვე აღარ შემეძლო;
სტრესისგან, დეპრესიისგან და უძილობისგან დამიავადდა გული და დავიღალე ნერვიულობისგან;
მინდოდა სწავლა და დასავლურ კულტურასთან თანაზიარება.”
კომენტარები