სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე:
„- მიშა, შენ უნდა წახვიდე.
ჰილარი კლინტონი,2012 წელი…
მიშა წავიდა,ის ჰილარი კლინტონის თქმის გარეშეც არ აპირებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩევნების გაყალბებას,ის არ ჩაბღაუჭებია ძალაუფლებას,პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში დასავლური დემოკრატიის სტანდარტის სრული დაცვით გამარჯვებულს ხელისუფლება გადააბარა და წავიდა.
მიშა წავიდა და დემოკრატიის სახელით და ობამა/პუტინის შეხმატკბილებული ნებით საქართველოს ხელისუფლებაში კრემლის ემისარი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა,რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების დღიდან სააკაშვილის დროს გაძლიერებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის აგურ-აგურ დაშლა დაიწყო.
2016 წელს ჰილარი კლინტონის საარჩევნო ფონდ “პოდესტა ფაუნდეიშენის” გატეხილ იმეილებში ბიძინა ივანიშვილის ჰილარი კლინტონისთვის მიწერილი წერილი აღმოაჩინეს. სწორედ იმ წელს ივანიშვილმა ჰილარის ფონდისთვის დიდძალი შემოწირულობა გაიღო და ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ ივანიშვილი წინდახედული მოთამაშეა,კვერცხებს ერთ კალათაში არასოდეს დებს და შემდეგ,2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამჯერად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის,დონალდ ტრამპის საარჩევნო ფონდს ჩაურიცხა დიდძალი “შემოწირულობა”,რაც სინამდვილეში მისი ჩრდილოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაში ჩადებული ინვესტიცია იყო.
დაუფასდა კიდეც-ტრამპის სახდეპის უფროსმა მაიკ პომპეომ ისე ჩამოუქროლა 2020 წლის საპარლამენტო,ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ თბილისს,რომ მხოლოდ ბიძინას “მთავრობას” შეხვდა,ოპოზიციისთვის კი დრო ვერ გამონახა,რაც დიპლომატიურ ენაზე მკაფიო სიგნალი იყო,ვის დაუჭირა მხარი აშშ სახდეპმა და ვინ აღიარა გამარჯვებულად. მოკლედ,დაუფასდა ბიძინას ტრამპში ჩადებული ინვესტიციაც,თუმცა ვერც ამან უშველა დონალდს და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
ევროპის გულში რუსეთის მიერ გაჩაღებულმა დიდმა ომმა რუსულ-დასავლური მრავალწლიანი უზნეო ფლირტი საფუძვლიანად ამოაყირავა. ამოაყირავა,მაგრამ ინერციის ძალით ცალკეულ რეგიონებში ის ჯერ კიდევ გრძელდება,რადგან ფიგურანტებიც იგივენი არიან-ვისაც გავლენა ხუთი და ათი წლის წინაც ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი კი,მისი მეგობარი ლეხ კაჩინსკის მსგავსად,ადრეც მყუდროებას ურღვევდა მსოფლიო ისტებლიშმენტს და ახლაც აშკარად ურღვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ დუმს ამჯერად უკვე ბაიდენის სახდეპი და არ გამოჩნდა არავინ,ვინც რუს ოლიგარქს ეტყვის:
– ბიძინა,შენ უნდა წახვიდე.“
კომენტარები