ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ფაქტი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქოსდა რუსეთის ფედერაცია ელოდებოდა ამ არჩევნების შედეგებს, ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება და მოხდება 15-ში ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა კენჭი ეყრება ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში ე.წ საინვესტიციო ხეკშეკრულებას.
სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ხალხი საერთოდ არანაირ განმარტებას არ აკეთებს რა ხდება ანექსიური პროცესების თვალსაზრისით ოკუპირებულ აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში.
ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ოცნებამ” სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღეს ახორციელებს:
პირველი, ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია, როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ, პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ, ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ ახალი მეორე ფრონტის გახსნას, თურმე, დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით.
რაც მთავარია, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში რუსეთის ფედერაცია მიყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 78-ე მუხლი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად თქვენით აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას და ის, რასაც “ოცნება” ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღწვიან თურმე საქართველოში ომის დასაწყებად…
აი, ამ ყველაფერის შედეგად დღეს ოფიციალური რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოსგან დელიმიტაციის დაწყებას ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების და მეორე, ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის განუახლებლობის ხეკშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ე.წ. დამოუკიდებლობის აღირების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება.
საბოლოო ჯამი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ “ოცნებამ”, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია დღეს იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში იყენებენ.
ოფიციალურად უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია, ერთადერთი რაც “ოცნებას” და ივანიშვილს გააჩნიათ რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ, რუსული შავი ფული აქ იშოვონ. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მთავარი მიზანი და რუსეთის ფედერაციისთვის მერწმუნეთ კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის პროცესები, რომლებიც უკვე დაიწყო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როცა ფაქტობრივი ანექსია ისეთი ტემპით და ისეთი მძიმე ფორმებით მიდის, რომ აშკარაა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ არჩევნების დასრულებას. აშკარაა, რომ ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო და ჩვენ, როცა ვეკითხებოდით ბოდიშის შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობას რისთვის ითხოვდა ივანიშვილი – აგვიხსენი, რისთვის გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხომ არ აპირებ სახელმწიფო მოწყობის რაიმე სახით ცვლილებას, ამაზე პასუხი დღეს ფაქტობრივად გაეცემა იმ ნაბიჯებით, რომელსაც ოფიციალურად გადადგამს რუსეთის ფედერაცია.
ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ, წაიკითხეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთული 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ წერია , რომ იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის 78-ე მუხლი, იმიტომ, რომ ოცნება თვლის, ვინმე აპირებს აქედან მეორე ფრონტის გახსნას, იმიტომ, რომ “ოცნებამ” მოიხადა ბოდიში, რაც ნიშნავს იმას, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დაიწყოთ საზღვრების დელიმიტაცია ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.
ეს არის ის სამარცხვინო, არაგონივრული და მოღალატეობრივი ქმედება, რომელსაც “ოცნება” ეწევა მხოლოდ და მხოლო ერთი მიზნით, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება.
“გამოდი, თქვი სიმართლე!” – რისი მიღება სურდა რუსეთს საქართველოს არჩევნებიდან – თეონა აქუბარდია
კომენტარები