არჩევნებამდე ერთი თვით რუსთავში არსებული საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიზეზით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
განათლების სამინისტრომ, მიუხედავად პანდემიისა, არ გაახანგრძლივა უფლებამოსილების ვადა და არჩევნების წინ, სკოლების უმეტესობა, არამხოლოდ რუსთავში, მთელ საქართველოში, დატოვა დირექტორთა გარეშე.
საქმე იმაშია, რომ პანდემიის გამო დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება. თუმცა, იგივე პანდემიამ, ხელი არ შეუშალა სამინისტროს, დირექტორთა უფლებამოსილება შეეწყვიტა – კონკურსი ვერ ჩაატარა, დირექტორები გაუშვა და სკოლები დატოვა უფლებამოსილების შემსრულებელთა იმედად.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით რუსთავში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, გარდა №3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა, უფლებამოსილება შეუწყდა.
კომენტარები