ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
–ბატონო სოსო, უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი შეხვდა თთურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს. ბევრი ამბობდა, რომ ერდოღანი ხელცარიელს გამოუშვებდა ზელენსკი, რადგან რუსეთის მიმართ არ არის ცუდად განწყობილი და საპრეზიდენტო არჩევნების წინ უამრავი ანტიამერიკული განცხადებაც გაკეთა.არადა, ამის ფონზე, ზელენკსკიმ რაც ამ ეტაპზე უნდოდა, მიიღო თურქეთისგან, არა?
– ჯერ ის ვთქვათ, რა მიიღო ზელენსკიმ. „აზოვის ბატალიონის“ მეთაურები გადასცა ერდოღანმა, რომლებიც რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, ომის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყვნენ თურქეთში. პრეზიდენტ ერდოღანის დონეზე გაადაწყდა, რომ უკრაინაში უპილოტო საფრენი აპრატების, „ბაირახტარის“ მწარმოებელ ქარხანას ააშენებს და ამ „ბაირახტარებს“ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს. ასევე, თურქეთი გამოიტანს უკრაინიდან ხორბალს და სხვა სახის მარცვლეულს, გაიტანს ევროპაში თავისი პორტების გამოყენებით და მეეჭვება, რუსეთმა თურქული გემები დაბლოკოს ძალით, სამხედრო გემებით. ეს მარტო თურქეთან არა, ნატო–სთან გაუმწვავებს ურთიერთთობას და ახლა ეს არ აწყობს რუსეთს, ისედაც შავ დღეშია. რას გეტყვი იცი? ვინც ელოდა, ვინც ღიად ამბობდა, რომ ზელენსკი თურქეთიდან ხელცარიელი დაბრუნდებოდა, ის ხალხი საკუთარი სურვილებიდან გამოდის, რუსეთის მხარდამჭერები არიან, ასე უნდოდათ ყოფილიყო და ამას იმიტომ ამბობდნენ. ეს ეხებათ ჩვენს „ექსპერტებსაც“ და ვაი–პოლიტიკოსებსაც. ამას რომ ამბობ, ჯერ ის გაიხსენე, რომელ ქვეყანაში ჩავიდა ზელენსკი და ის ან იმაზე მეტი არ წამოიღო, რაც მოითხოვა. ყველა ქვეყნიდან ის მოქვს, რასაც ითხოვს და ზოგჯერ მეტიც. როდესაც ერთი ფაქტი არ გაქვს, რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერს გაეწბილებინოს ეს კაცი, ასეთ პროგნოზებს არ უნდა აკეთებდე.
– გამოდის, ვლადიმერ პუტინი „გადააგდო“ ერდოღანმა. რატომ?
–გამოდის კი არა, ასეა – „გადააგდო“. ჯერ ერთი, როდესაც პუტინს და რუსეთს პარტნიორს ეძახდა და ამერიკას თურქეთის მტერს ერდოღანი, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები ჰქონდა, ეს რიტორიკა სჭირდებოდა ანტიამერიკულად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მოსაპოვებლად და ეს გააკეთა კიდეც, ამ რიტორიკამ და პუტინის მხარდაჭერამ იმუშავა, ორდოღანი პრეზიდენტი გახდა. მეორე ფაქტორის ის არის,თურქეთი ნატო–ს წევრია და რუსეთის საამებელ ნაბიჯებს არ გადადგამდა ერდოღანი, უკრაინასთან მიმართებაში ნატო–ს პოლიტიკის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებდა, რითაც ნატო–ს წევრ ქვეყნებს დაუპირისპირდებოდა. მესამე ფაქტორი კი ის იყო,რაც რუსეთში მოხდა–პრიგოჟინის ამბოხი. ამ ფაქტმა ძალიან დაასუსტა პუტინის ისედაც შემცირებული რეპუტაცია და გავლენა უცხოეთში. ეს ის პუტინი აღარ არის, რომელიც რუსეთს აზანზარებდა, ევროპაზე დიდი გავლენა ჰქონდა და ერდოღანსაც ზემოდან უყურებდა. პუტინის ძალაუფლება რუსეთში დასუსტდა. პრიგიჟინი, ყოფილი პირადი მზარეული სამხედრო ამბოხს რომ გაგიბედავს და მის შესჩერებლად, ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობა რომ დაგჭირდება, ეს უკვე დასავლეთისთვის ნიშნავს, რომ პუტინის ძალაუფლება ბეწვზე ჰკიდია. მას დაპირისპირებული ჰყავს უარმავი გენერალი, ოლიგარქი, პოლიტიკოსები და მათ შორის, მისივე გარემოცვის წევრებიც და დიდი შანსია, ამ ხალხმა ანტიპუტინისტური კავშირი შეკრან და ძალით, სამხედრო ამბოხით დაამხონ პუტინი ან სახელმწიფო გადატრიალება უხმაუროდ მოახდინონ და ის ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ეს იყო სტრატაგიული მარცხი პუტინისთვის და ცხადია, მას არამარტო ერდოღანი, სხვა ქვეყნების ლიდერებიც არ უწევენ ძველებურ ანგარიშს, მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის პარტნიორებად მოიაზრებიან…
კომენტარები