საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მიუხედავად სააღდგომო რიტუალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის.
საპატრიარქოსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება შეცვალა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ.
პირველად ისტორიაში აქ სააღდგომო ლიტურგია ღამისთევით, 19 აპრილს არა ღამით, არამედ დილის 7-ი საათიდან დაიწყება. თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას ბათუმში, სამების დედათა მონასტერში აღასრულებს.
„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა–კურთხევა ასეთია, რომ ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე. ამ დროს კომენდანტის საათი დამთავრებული იქნება და მრევლს საშუალება ექნება მოვიდეს, მოისმინოს ღვთისმსახურება და მიიღოს წმინდა ზიარება.
საკათედრო ტაძრის ეზოს არ აქვს საპირფარეშო, შესაბამისად ეს უკვე პრობლემაა, 9–10 საათის განმავლობაში ადამიანი ეზოში რომ იდგეს, ჯერ დაიღლება, საპირფარეშოთი ვერ ისარგებლებს.
ამიტომ საზოგადოების გადანაწილება ტაძარში მოხდება. კიდევ არის რაღაც პრობლემები, რომლის გათვალისწინებითაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
კომენტარები