წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს (ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო) 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.
ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. სწორედ აქ მკურნალობს პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
„საავადმყოფოს მედპერსონალი, 30-მდე ადამიანი, ვისაც პირდაპირი და ირიბი შეხება ჰქონდა ამ ქალთან, თვითიზოლაციაშია. მათ სწრაფი და PCR-ტესტები ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
კლინიკაში მცხეთის ცხელების ცენტრიდან 2-ჯერ PCR-ტესტით გატესტილი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, პაციენტი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული მეშვიდე დღეს გაწერეს და მეცამეტე დღეს, განმეორებით ტესტის დროს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
კომენტარები