მაყაშვილების დიდ ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. მსახიობი დები ნინუცა და რუსკა, მსახიობ დედას თამარ მაყაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დები დედის გვარს ატარებენ, თუმცა თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო, გოგონებს დედ-მამა გვერდით ჰყავდათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ.
თამარ მაყაშვილმა 17 წლის ასაკში ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. ორი შვილის დაბადებისა და ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს უერთიერთობა აერიათ და ერთმანეთს დაშორდნენ. მამაკაცმა სხვა ოჯახი შექმნა. თავიდან შვილებს აკითხავდა, მიჰყავდა სასეირნოდ, მაგრამ ერთ დღეს გოგონების ცხოვრებაში მამა გაქრა.
ეკონომისტმა კოკა ცხვედიანმა ხატვა დაიწყო და ერთ დღეს, პირველ არხზე მაშინდელ გადაცემა „ფინჯან ყავასთან“ მხატვრის ამპლუაში მიიწვიეს. იმ გადაცემას გოგონების ბებია უყურებდა. კოკა ცხვედიანმა თქვა, რომ ქორწინებიდან ჰყავდა მას ორი შვილი, ამ შემთხვევაში მეორე ქორწინებას გულისხმობდა და რუსკა და ნინი არ უხსენებია.დებისთვის ეს სერიოზული ტრავმა აღმოჩნდა და გადაწყვიტეს დედის გვარზე გადასულიყვნენ. მამა ამ მოთხოვნას უპრობლემოდ დათანხმდა და 12 წლის ასაკში რუსკა უკვე დედის გვარს ატარებდა, ასევე ნინუცაც. მოგვიანებით თამარ მაყაშვილი მეორედ დაოჯხდა და კიდევ ერთი შვილი ელიზბარი შეეძინა.
რუსკა მაყაშვილი:
– მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო.
11-12 წლის ვიყავი გადავწყვიტე გვარი გამომეცვალა და დედის გვარზე გადავსულიყავი. ამის უფლება არ გვქონდა მამის თანხმობა იყო საჭირო. მამა დათანხმდა და ხელი მოაწერა საბუთს, აი, მაშინ პირველად გამისკდა გული.
ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ.
კომენტარები