დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში მყოფების რაოდენობის ზრდა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას უკავშირდება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან.
მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენებიც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება.
1TV.GE
კომენტარები