შალვა ნათელაშვილს დუშეთი ერჩია, მაგრამ გიორგი გუგავას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მხარი არ დაუჭირეს და პრესტიჟის საქმე იყო – დედაქალაქში ლეიბორისტებს ერთი კანდიდატი უნდა ჰყოლოდათ და ასე გადაწყდა ნათელაშვილი. „ნაციონალებმა“ გათვლა ზეაქტიურ ლევან ხაბეიშვილსა და არანაკლებ აქტიურ ნიკა მელიაზე გააკეთეს. სხვათა შორის, მელია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოლქში „ჭიდაობას“ მას შემდეგ დათანხმდა, რაც გამსვლელ სიაში ჩასმის გარანტია მიიღო. შესაბამისად, ასე თუ ისე, ოპოზიციამ თბილისში სახე შეინარჩუნა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში.
ყველაზე მეტად გაბრაზებული ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც მაჟორიტარობა ნაძალადევში სურდა, მაგრამ ეს ადგილი საბოლოოდ ლეიბორისტებს ერგოთ, სხვაგან წილისყრა კი ოქრუაშვილმა არ ისურვა. მას საკუთარი კანდიდატურის გარდა, კოტე კემულარიას ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა კემულარია ლიდერებმა არასაკმარისი ავტორიტეტის გამო დაიწუნეს.
ანი დვალიშვილი, ალია №21
კომენტარები